სამტრედიას ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცა
თარიღი : 23-12-2015, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ფონდ "გული საქართველოსთვის" ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტს ორი კონტეინერი სხვადასახვა სახის ჰუმანიტარული ტვირთი გადმოეცა. ტვირთის დიდი ნაწილი საბავშვო ბაღებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის არის განსაზღვრული. ათამდე საბავშვო ბაღს ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გადაეცა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას განმარტებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ ფონდთან თანამშრომლობა პირველად შედგა და მომავალშიც გაგრძელდება.
ცნობისთვის, "გული საქართველოსთვის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მამუკა თოდრიაა.
ცნობისთვის, "გული საქართველოსთვის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მამუკა თოდრიაა.