Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კონკურსანტი:ქუთაისის მერიის 7 კაციანი საკონკურსო კომისია ქალაქის მოღალატეთა რაზმია

თარიღი : 11-10-2013, 11:12 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილეობის ერთ-ერთი კანდიდტი შალვა კამლაძე მერიის საკონკურსო კომისიას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნულ ორგანოს ბუტაფორიას ადარებს.
შალვა კამლაძის თქმით, მას აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას კომისიის ერთ-ერთ წევრთან და საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარესთან, კახა ნემსიწვერიძესთან გამართული პირადი საუბარი აძლევს.
„შეტანილი მაქვს განაცხადი სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილეობაზე. კახა ნემსიწვერიძეს ვკითხე, კომისიიდან თუ იქნებოდა რაიმე სიკეთე და რა პასუხი უნდა ყოფილიყო. მან მითხრა, კომისიისგან რაიმე სიკეთეს ნუ ელოდებით. რაიმე იმედი ნუ გექნება კომისიისგანო. „შენ გგონია ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი კომისიამ დაამტკიცა?“- ასეთი იყო ნემსიწვერიძის პასუხი. ნათელია, რომ საკონკურსო კომისია ბუტაფორიული მოვლენაა. მე მათ პირდაპირ შემიძლია ვუწოდო ქუთაისის მოღალატეთა 7კაციანი რაზმი. სამსახურების მოვალეობის შემსრულებლებს კომისია „გაუპარავებს“ თანამდებობებს, რადგან ბევრი მათგანი უკვე მუშაობს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე. თუ კომისიას სიტყვა არ ეთქმის კანდიდატებთან დაკავშირებით, მაშინ ვკითხულობ, ვინ არიან ის პირები, რომლებიც ქუთაისის ბედს წყვეტენ? მე დანარჩენ კანდიდატებს მინდა ვუთხრა, რომ არ ქუთაისი ისევ განაგრძობს უკუღმართობისაკენ და გაუბედურებისაკენ სიარულს,“ - ამბობს შალვა კამლაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში სამსახურების უფროსების, მათი მოადგილეების, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები, არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.


ნანახია: 2737-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიაში არსებული სამსახურების, განყოფილებების უფროსებისა და მათი მოადგილეების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში ძირითადად
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგაველაშვილის თქმით, მერიის სამსახურების და განყოფილების უფროსების ვინაობა ხვალ გახდება
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამოუკიდებელი წევრი ზურაბ ხურციძე კომისიას ტოვებს. ხურციძის თქმით,
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპზე-გასაუბრებაზე დასწრებისა და დაკვირვების მიზნით, მერიის

ამინდი