თერჯოლის რაიონში ავტომაგისტრალი კვლავ პარალიზებულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის 206-ე კილომეტრის დროებითი მაგისტრალის მონაკვეთი გვიან ღამით აღდგება. რამდენიმესაათიანი გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად თერჯოლაში მდინარე ჩხარა ადიდდა დროებითი მაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. ადგილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
"დიდი ალბათობით ღამით უკვე მოძრაობა აღდგება. უფრო დეტალური ინფორმაცია 2 საათში გვეცოდინება,"- აცხადებს თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე.
ამ დროისთვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით არის შესაძლებელი.