,,ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა,"- ტრენინგი იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებისთვის
თარიღი : 22-12-2015, 17:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო"-მ (LDA Georgia) იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებისთვის თემაზე - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა" ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი პროექტ - ,,იმერი- იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა" ფარგლებში გაიმართა. პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
ტრენინგის თემას ქვეყნის კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი და დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენდა. ტრენინგის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
,,ტრენინგი პროექტ ,,იმერი"-ს მესამე ეტაპს წარმოადგენდა. ვისაუბრეთ მოქალაქეთა ჩართულობაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა წავახალისოთ ადგილობრივი ჟურნალისტები თვითმმართველობის თემატიკის სხვადასხვა რაკურსით გაშუქებაზე, თუნდაც მოქალაქეთა ჩართულობაზე," - აცხადებს "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო თვალთვაძე.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიცირებულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მომავალში ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსის ფარგლებში მასალები ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე მომზადდება.
თიკო ძოძუაშვილი