ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი დაფუძნდა
თარიღი : 22-12-2015, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

მიმდინარე წელს ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა I ეროვნული კონკურსი დაფუძნდა. მელიტონ ბალანჩივაძე ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, დიდი საზოგადო მოღვაწე, მუსიკოს-განმანათლებელი და ქუთაისში I პროფესიული სამუსიკო სასწავლებლის დამაარსებელია.
კონკურსი კლასიკური შემსრულებლობის 4 მიმართულებაში ჩატარდა. ეს მიმართულებებია: ორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი საკრავები და სოლო სიმღერა. კონკურსის ასაკობრივი კატეგორია განსაზღვრულია 8-დან 20 წლამდე და თერთმეტწლიანი სწავლების I-II-III საფეხურებს მოიცავს. კონკურსის დამფუძნებელი ააიპ „არტ-ლიგა“ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოა.
კონკურსი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში პირველიდან ხუთი დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან-თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, სამტრედია, მონაწილეობა 88 შემსრულებელმა მიიღო.
გამარჯვებულებს ლაურიატის წოდების მინიჭებასთან ერთად, დიპლომები და ფულადი პრემიები, ასევე, კონკურსის სიმბოლიკით დამზადებული პრიზები გადაეცათ.