"ქუთაისშიც მოვა ზღვა, თუ გლობალური დათბობა მოხდა"
თარიღი : 21-12-2015, 20:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ "სპექტრი"-ს ორგანიზებით, ქუთაისში, რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის ენერგოეფექტიანობის თემაზე ტრენინგ-სემინარი გაიმართა. "სპექტრი"-ს ხელმძღვანელმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მედიის წარმომადგენლებს იმ საფრთხეებზე ესაუბრეს, რის წინაშეც კაცობრიობა შესაძლოა უახლოს პერიოდში დადგეს.
მეცნიერთა გათვლებით, ნავთობის მარაგი პლანეტის მოსახლეობას მხოლოდ 48 წელი ეყოფა, ბუნებრივი გაზის მარაგი 60 წელია, ხოლო ქვანახშირის 120-160 წელი.
"ენერგიის დაზოგვა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ენერგიის წყაროების განახლების საქმეში. ენერგოეფექტიანობა პროდუქტის ან მომსახურების ხარისხზე უარის თქმას არ ნიშნავს. ენერგოეფექტიანობის განხორციელება ადამიანის ჩართვის გარეშე წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში საუბარია ისეთი ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შექმნაზე, რომლებიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, მაგრამ პროდუქტის ხარისხის საზიანოდ-არა," - ამბობს "სპექტრი"-ს ხელმძღვანელი ქეთი ცხაკაია.
კიდევ ერთი საშიშროება, რაც პლანეტას ემუქრება, გლობალური დათბობაა. მეცნიერთა ვარაუდით, 2100 წლისთვის მსოფლიო ოკეანის დონე 0.18-0.59 მეტრით გაიზრდება.
"დედამიწაზე გლობალური დათბობა დაჩქარებული ტემპებით მიდის. მე სულ ვიცი თქმა, რომ ქუთაისშიც მოვა ზღვა, თუ გლობალური დათბობა მოხდა," - ამბობს ქეთი ცხაკაია.