წყალტუბოში გაზზე მომუშავე ავტომანქანა დაიწვა
თარიღი : 21-12-2015, 20:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფლების-ტყაჩირისა და პატრიკეთის საზღვართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზაზე მოძრაობისას მოცურდა, რის შედეგადაც ბუნებრივ აირზე მყოფ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის ჩაქრობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.


