ქუთაისის მერის საჩუქარი დღის ცენტრებს
თარიღი : 21-12-2015, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერი შოთა მურღულია დღეს ქალაქში არსებულ დღის ცენტრებში იმყოფებოდა. მერმა აღნიშნულ დაწესებულებებში საჩუქრები მიიტანა.
მერმა ორგანიზაცია ,,ხიდი სოციალური ინკლუზივისთვის“ წარმომადგენლებს კონდიციონერი და თბილი ქურთუკები გადასცა, ხოლო ორგანიზაცია ,,თაირისს“ გაზქურა და ქურთუკები“. ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირი“-ს ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა კი ადგილობრივი ხელისუფლებისგან 50 ხმოვანი მაჯის საათი და 2 ხმოვანი წნევის საზომი მიიღეს. ქურთუკები ასევე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც დარიგდა. 500 ქურთუკი ქუთაისის მერიას ჩინურმა კომპანიამ შპს ,,Jiangxi silk road investment Go" აჩუქა.
,,ტექნიკის შეძენა მათი სურვილის შესაბამისად მოხდა. ჩვენ გვინდა ნელ-ნელა მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ამ ორგანიზაციებში დაგროვდა,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.