ჭიათურის საბაგიროს მსგავსად საბაგიროს მშენებლობა ქუთაისშიც ჭიანურდება
თარიღი : 21-12-2015, 01:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის საბაგიროს მსგავსად საბაგიროს მშენებლობა ქუთაისშიც ჭიანურდება. მშენებლობაში აქაც ფრანგული კომპანია Poma-ა ჩართული. პროექტმა ისტორიული ძეგლები - ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის მონასტრები უნდა დააკავშიროს. რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად მოლაპარაკებები ადგილობრივ თვითმმართველობასა და კომპანიას შორის საწყის ეტაპზეა.
ქუთაისის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში კომპანიისგან ეცოდინებათ პასუხი საბაგიროს დაახლოებითი ღირებულების შესახებ. როგორც მიქიაშვილი ამბობს, პროცესი გაჭიანურდა, რადგანაც პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, შედარებით მეტი დრო სჭირდება. ვიცე-მერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე უამრავი პროცედურაა გასავლელი.
"ამ ეტაპზე არ არსებობს არც გეოლოგიური, არც ჰიდროლოგიური კვლევა, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამუშაოების დაწყებამდე დაახლოებით ერთი წელი ტექნიკურ სამუშაოებს დასჭირდება," - ამბობს ნოდარ მიქიაშვილი.
ქუთასის ვიცე-მერისთვის არც ისაა ცნობილი, საიდან მიიღებენ დაფინანსებას პროექტისთვის. მას შემდეგ, რაც Poma პროექტის დაახლოებით ღირებულებას დაადგენს, ქუთასის მთავრობას დასტური ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ უნდა მისცეს.
ქუთაისში ისტორიული ძეგლების დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად ქალაქის თვითმმართველობაში თითქმის ერთი წელია მუშაობენ. პროექტის კომერციული ნაწილი ჯერ კაპიტალურად დათვლილი არ არის, თუმცა ეს თანხა დაახლოებით 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება.
ახალი სამგზავრო საბაგირო გზების მშენებლობა ჭიანურდება ჭიათურაშიც. პროექტს კომპანია Poma ახორციელებს. ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობის საკითხი სამთავრობო დონეზე ჯერ კიდევ 2013 წელს გადაწყდა. მაშინ ითქვა, რომ კომპანია პროექტს 2 წელიწადში დაასრულებდა, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
commersant.ge