Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რუსი ტურისტები არჩევანს საქართველოზე აკეთებენ

თარიღი : 21-12-2015, 01:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წელს რუს ტურისტებში ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად საქართველო დასახელდა. ამის შესახებ გამოცემა Skyscanner–ი იუწყება და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ავიაბილეთების დაჯავშნა 2014 წელთან შედარებით 30%–ით გაიზარდა.

„დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დასვენების ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ რუსი ტურისტები ალტერნატიულ მიმართულებებს ეძებენ. წელს ერთერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება საქართველო გახდა. ზაფხულში ბათუმს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს კრასნოდარის ოლქისა და ყირიმის კურორტებს. ბორჯომს კი – უნგრეთის და ჩეხეთის სამკურნალო კურორტებს. ზამთრის დასვენებისთვის ქვეყანას აქვს საკუთარი სათხილამურო ტრასები,“ – აცხადებს Skyscanner–ის წარმომადგენელი დიმიტრი ხავანსკი.

მეორე, ყველაზე მზარდ მიმართულებად რუს ტურისტებს შორის მალდივები დასახელდა (პლუს 18%), მესამეზე კი მონტენეგროა 15%–იანი მატებით. მას მოსდევს კვიპროსი და ბულგარეთი.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სავალუტო რყევების გამო დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ტურისტები დაკარგეს, თუმცა აღმოსავლე ევროპისა და დსთ–ს ქვეყნებმა, პირიქით, რუსეთიდან ახალი ვიზიტორების მიიზიდეს.

commersant.ge


ნანახია: 1585-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოგზაურთა 16%-ისთვის ყველაზე გემრიელი ქართული სამზარეულოა.
დამოუკიდებელი კვლევითი ვებგვერდის Numbeo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო 118 ქვეყანას შორის მესამეა უსაფრთხოების
რუსეთში ერთერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი „კუბანა“ კრასნოდარის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროზე წელს, 14–19 აგვისტოს ბოლოჯერ
ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ზედიზედ მეორედ კოსტა-რიკა დასახელდა, რომელსაც მექსიკა და კოლუმბია მოყვება.
რაც შეეხება ქორწინებებს, გასულ წელს საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რიცხვმა 4 056

ამინდი