ქუთაისელი მოკრივეების წარმატება მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატზე
თარიღი : 20-12-2015, 22:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თბილისში, სპორტკომპლექს ,,არენაში" ჩატარებულ მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატზე ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N18–ე კრივის სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ორწლიანი პაუზის შემდეგ რინგს დაუბრუნდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მერაბ თურქაძე, რომელსაც ლონდონის ოლიმპიადაზე თავს გადახდენილი ამბების შემდეგ (წონის ჩაუბარებლობის გამო შეჯიბრებიდან მოხსნეს) მხოლოდ ერთ ტურნირში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. თურქაძემ 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალში ჩემპიონატის ფავორიტი სევერიან ჭილაძე (თბილისი) დაამარცხა და კრივში დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩემპიონი გახდა 75 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე კონსტანტინე ხვისტანი, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში თბილისელი გიორგი კაჟაშვილი დაამარცხა. კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა მძიმეწონოსანმა მრავალგზის საქართველოს ჩემპიონმა მიხეილ ბახტიძემ, მან ფინალში თანაქალაქელ ირაკლი გვენეტაძეს სძლია. ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემპიონობამდე საქართველოს შარშანდელ ჩემპიონ ჯემალ შალამბერიძეს (69კგ.), რომელმაც დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში ბათუმელ გელა აბაშიძესთან წააგო. 52 კგ.ში მოკრივე გურამ ფხაკაძე კი ფინალურ ორთაბრძოლაში ფოთელ ავთანდილ ჭუბაბრიასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ქუთაისელ მოკრივეთა შედეგი საქართველოს 2105 წლის ეროვნულ ჩემპიონატში:
ჩემპიონები:
მერაბ თურქაძე (56);
კონსტანტინე ხვისტანი (75);
მიხეილ ბახტიძე (+91).
ვერცხლის მედალოსნები:
გურამ ფხაკაძე (52);
ჯემალ შალამბერიძე (69;)
ირაკლი გვენეტაძე (+91).
მესამე პრიზიორები:
ლევან კლდიაშვილი (56);
ამირან მარგველაშვილი (64);
ზურაბ კაკაბაძე (84).
ქუთაისელ მოკრივეთა შედეგი საქართველოს 2105 წლის ეროვნულ ჩემპიონატში:
ჩემპიონები:
მერაბ თურქაძე (56);
კონსტანტინე ხვისტანი (75);
მიხეილ ბახტიძე (+91).
ვერცხლის მედალოსნები:
გურამ ფხაკაძე (52);
ჯემალ შალამბერიძე (69;)
ირაკლი გვენეტაძე (+91).
მესამე პრიზიორები:
ლევან კლდიაშვილი (56);
ამირან მარგველაშვილი (64);
ზურაბ კაკაბაძე (84).