"ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ყაჩაღებმა ფულის გულისთვის დაახრჩვეს," -ტრაგიკული ისტორია ყოფილი ფსიქიატრიულის ირგვლივ
თარიღი : 20-12-2015, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, რუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფსიქიატრიულის შენობა წლებია აღარ ფუნქციონირებს. შენობა ყურადღებას რამდენიმე წლის წინ მომხდარი ტრაგედიით იქცევს.
როგორც ირკვევა, ფსიქიატრიული დაწესებულების ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ იძულებით გადაადგილებული პირები დაუსახლებიათ. დღეს მათგან ფაქტობრივად უკაცრიელ ადგილს 83 წლის პასიკო კვიციანი შემორჩა. აფხაზეთიდან დევნილმა მეუღლე საკუთარ ეზოში დაასაფლავა და თვითონაც შვილების თხოვნის მიუხედავად, 23 წლის წინ თავშესაფრად მიცემულ სახლს არ ტოვებს. ქალბატონი პასიკო Topnews.com.ge-სთან საუბარში 6 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებს.
"ყოფილი ფსიქიატრიულის გვერდით მდგარ სახლში ცოლ-ქმარი, გვარად ფიფიები ცხოვრობდნენ. ძალიან კარგი ადამიანი იყო ორივე. ფულის გულისთვის მოკლეს ყაჩაღებმა, დაახრჩვეს ორივე ცოლ-ქმარი. თუმცა, მათ არავითარი ფული არ ჰქონიათ. ამ ცოლ-ქმარს ბიჭები ლენინგრადში ჰყავდათ და ვითომ ისინი უგზავნიდნენ ფულსო. ერთი ბიჭი სამხედრო იყო, მეორე როგორც ამბობდნენ- ქურდი. ვიღაცამ უთხრა ამ ყაჩაღებს, რომ ცოლ-ქმარი ფულით იყო სავსე. რეალურად კი ასე არ იყო. თავისთვის იყვნენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ შემდეგ პოლიციამ ეს 3 დამნაშავე დააპატიმრა, მეტი არაფერი,"-ამბობს პასიკო კვიციანი.
აღნიშნული შემთხვევიდან მალევე, უეცრად მოვარდნილმა გრიგალმა დევნილების საცხოვრებელი სახურავის გარეშე დატოვა. დაზარალებულები ქუთაისის სხვადასხვა უბანში დაასახლეს. პასიკო კვიციანმა უკვე შეჩვეული სახლი და ქმრის საფლავი არ დატოვა. დღეს ის ფსიქიატრიულის ყოფილი შენობის წინ მარტო ცხოვრობს და წლების წინ მეზობლად მომხდარ ტრაგედიას მწუხარებით იგონებს.
თამუნა სხულუხია