"მოგესალმებით საქართველოდან"- ფრანგულენოვანი საგანმანათლებლო ინტერნეტჟურნალი საქართველოს შესახებ

საგანმანათლებლო ინტერნეტჟურნალი Bonjour de France სპეციალური ნომრის პირველ გამოშვებას საქართველოს უძღვნის. ინტერნეტჟურნალი Bonjour de France სხვადასხვა აქტივობით ფრანგული ენის უფასოდ შესწავლას ემსახურება.
სპეციალური ნომერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ეხება. ფრანგული ენის შესწავლის მსურელებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. სპეციალური გამოშვების თითოეული ნომერი შედგენილი იქნება კონკრეტული ქვეყნის ფრანკოფონი მასწავლებლების მიერ.
სპეციალური ნომერი ,,მოგესალმებით საქართველოდან" საიტზე უკვე ატვირთულია. აქტივობებში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. კერძოდ, ქვეყნის ფლორა, ფაუნა, გეოგრაფიული მდებარეობა. გარდა ამისა, საუბარია ქართულ დღესასწაულებზე. ასევე, ჟურნალის აქტივობები ეძღვნება ქართულ ტრადიციულ კერძებს, უძველეს საგანმანათლებლო კერებსა და ქართველ ხელოვანებს.
Bonjour de Georgie-,,მოგესალმებით საქართველოდან" ქართველი კოორდინატორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ლექტორი მირანდა ლომიძეა, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ პირს თუ აქტივობაში ჩართვის მსურველს სათანადო კონსულტაცია გაუწიოს.
Bonjour de France ონლაინ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად ფრანგული ენის მასწავლებელთათვის შეიქმნა. ჟურნალის ვებ-გვერდზე ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება ატვირთოს გაკვეთილები და ინტერაქტიული სავარჯიშოები. ახლა უკვე, პროექტ ,,მოგესალმებით საქართველოდან" ფარგლებში ქართველ ფრანკოფონებს შეეძლებათ ატვირთონ აქტივობები საქართველოს შესახებ.
თიკო ძოძუაშვილი