Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეზობელი სოფლების ხარჯზე გაზრდილი ქუთაისი და ხელისუფლების ინიციატივის შედეგი იმერეთში

თარიღი : 20-12-2015, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში განსხვავებული სისტემით ჩატარდება. საკანონმდებლო ორგანომ მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ ინიცირებულ ცვლილების თანახმად, რიგი სამაჟორიტარო ოლქები გამსხვილდა, რიგი ოლქების კი რამდენიმე ოლქად გაყოფა მოხდა.

მმართველი გუნდის ინიციატივა იმერეთის რეგიონზე ამგვარად აისახა:

საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვრებში თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება .

ცვლილების მიხედვით, ქუთაისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლები- კვახჭირი, ჭოგნარი და გოდოგანი ემატება, რის შემდეგაც ქალაქს სამი მაჟორიტარი ეყოლება.

გარდა ამისა, ერთიანდება ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის, სანახშირეს, შროშის, ფუთისა და ძირულას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში 1 საარჩევნო ოლქი იქმნება.

"არც ერთ ოლქს არ ეყოლება თავისი მაჟორიტარი და არც მაჟორიტარს ეცოდინება ვისი წარმომადგენელია ის. ეს სხვა არაფერია თუ არა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.

„ეს არის გამოსავალი მხოლოდ უმრავლესობისთვის. დღეს კიდევ არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. შევცვალოთ კონსტიტუცია, მივიღოთ ის კანონმდებლობა, რომელიც ქვეყნის განვითარებას და წინსვლას სჭირდება,“ - განაცხადა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

პარლამენტის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება არ იყოს წარმატებული. კუბლაშვილი თვლის, რომ დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს გათანაბრების პრობლემის მოგვარებას და ამ კანონპროექტის ირგვლივ, პოლიტიკურ პარტიებს შორის არ იქნება არანაირი კონსენსუსი.

„თუ გვინდა გამოვრიცხოთ ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს საარჩევნო სისტემასთან, გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კვლავ განხილვებს იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას მარტივი მოდელი. არ იყოს ხელოვნურად მიბმული რაიონები ერთმანეთზე, იყოს შესაძლებლობა, რომ გათანაბრდეს მანდატების წონა და მეორე მხრივ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ წამომადგენლობა, მათ შორის, მაჟორიტარული მანდატებით, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

„ჩვენ გვინდა ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ყველა ადამიანი უნდა იყოს თანასწორი და პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს. მიგვაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს დღეს არსებული შერეული სისტემით და ეს სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი. ყველა სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამომრჩეველთა კავშირის თვალსაზრისით, მაჟორიტარული სისტემა არის უმჯობესი. რეგიონულ პროპორციული სისტემისთვის, მრავალმანდატიანი არჩევნებისათვის, რომლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენ შემოტანილი გვაქვს, დამახასიათებელია პარტიული წარმომადგენლობის წინ წამოწევა. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ამ ნაბიჯზე და ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ჩამოყალიბდება რეალური პარტიები, საზოგადოებრივი მხარდაჭერით, პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი მონაწილეობით, მოქალაქეთა მეტი ჩართულობით. დღეისათვის არ უნდა დავკარგოთ ის დადებითი მხარეები, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას გააჩნია. წარმოდგენილი პროექტით, მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ ეფექტური და სამართლიანი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისაკენ. მყარად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვდგამთ ჩვენი ხალხისთვის საუკეთო ნაბიჯს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონპროექტს მხარი 80 ხმით, 3 წინააღმდეგ დაუჭირეს.


ნანახია: 2025-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის,
საპარლამენტო არჩევნებისათვის ქუთაისი სამ მაჟორიტარულ ოლქად დაიყო.
'რესპუბლიკურმა პარტიამ' სიის პირველი 20 წევრიც დაასახელა.
კუკავას თქმით, მაჟორიტარული არჩევნები საქართველოს რაიონებს დაყოფს.
აღნიშნული საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა.
2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ამინდი