"ქუთაისი 90-იან წლებში დაბრუნებას აღარ აპირებს, ასე რომ ბატონებო, მიიღეთ ამ ქალაქისთვის საკადრისი გადაწყვეტილებები"
თარიღი : 19-12-2015, 23:53 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს ლევან გოგელაშვილს საქართველოს კანონმდებლობისათვის დამორჩილებისაკენ მოუწოდებენ. გოგელაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ორგანიზაციები საკრებულოს ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ცდილობენ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელი გია გოქაძე ეხმიანება.
"ორი დღეა თავს ვიკავებ პასუხი გავცე მერიის ერთ–ერთ რიგით ჩინოსანს (ღრმა პატივისცემით ქუთაისის მერიასა და საკრებულოში მომუშავე არაერთი ღირსეული რიგითი საჯარო მოხელის მიმართ), რომელსაც ხელმძღვანელმა ამხანაგებმა რომის პაპზე მეტად კათოლიკეობა მოაწადინებინეს.
ასე უნიჭოა გაუგონარ სკანდალში გახვეული მაღალჩინოსნების მცდელობა, მშრალად გამოვიდნენ იმ წუმპედან, რაც მათ ჩვენს ქუთაისში შექმნეს. აღიზიანებს თუ არა ეს ქალაქის ხელმძღვანელობას, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებათა დარღვევის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე ჩვენი ორგანიზაციის მიერ არასოდეს იქნება დატოვებული მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, რაც ამ შემთხვევაში მეასე ხარისხოვანია და ამაში ეჭვიც კი არავის შეეპაროს!
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ჩინოსან გოგელაშვილს, მოვუწოდებ დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, თანამდებობრივ ინსტრუქციას, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან ხოტბის ობიექტი პოლიტიკური ძალისთვის ქულების ჩაწერის მცდელობისგან თავი შეიკავოს. 90–იანი წლები უკვე ჩავლილია, ქუთაისი იქ დაბრუნებას აღარ აპირებს, ასე რომ ბატონებო, მიიღეთ ამ ქალაქისთვის საკადრისი გადაწყვეტილებები, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობ,ა გადადექით და დაუსვით ამ კოშმარს წერტილი, ვიდრე ამის საშუალება გაქვთ. მერწმუნეთ, ქუთაისი სულგანაბული აკვირდება ამ პროცესს," - აცხადებს გია გოქაძე.
ცნობისთვის, ლევან გოგელაშვილმა 17 დეკემბერს განცხადება გაავრცელა. გოგელაშვილმა თავის განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელის სულხან ქობულაძისა და "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარის გია გოქაძის ბრალდებებს უპასუხა. ქობულაძე აცხადებს, რომ დაახლოებით სამი თვის წინ მის მიმართ ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელი პირების მიერ ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. გია გოქაძემ მომხდარის გამო, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა. საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი ქობულაძესა და გოქაძეს "ნაციონალური მოძრაობი"-დან მართულ პირებად თვლის და მათ სიცრუეში ადანაშაულებს.