თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტს ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა დაემატა
თარიღი : 19-12-2015, 23:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თურქეთში 4-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა.

"ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა თურქეთის სამ უნივერსიტეტში: დუსჯეში, რიზეში და ართვინში. ჩავიტანეთ ქართულენოვანი ლიტერატურა, შევხვდით პროფესურას და სტუდენტებს, მოვიარეთ ისტორიული ადგილები. ყველა შეხვედრაზე ავღნიშნავდით ჩვენს დადებით დამოკიდებულებას წამოწყებული საქმისადმი. დუსჯეს უნივერსიტეტის რექტორი ახალგაზრდა ქალბატონი, ეროვნებით ქართველია (გვარად ჩელებაძე). აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების საბჭოს ( საბჭოში 21სახელმწიფო უნივერსიტეტია) სათავეში ასევე ეროვნებით ქართველი უდგას," - ამბობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ომარ ნიშნიანიძე.