Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ყველასთვის გასაგები გახდეს სად არის სიმართლე და სად ბინძური ავანტურა"

თარიღი : 19-12-2015, 16:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 
18 დეკემბერს, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობი"-ს წევრების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას თავის Facebook-გვერდზე საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი ეხმიანება.

"ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელმა ეგრეთწოდებულმა "დემარშმა" ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი შეფასების მართებულობა, რომ სულხან ქობულაძე, გია გოქაძე, გია უკლება და ძმანნი მისნი, ერთი "საპნის ოპერის" უნიჭო მსახიობები არიან და მკაცრად განსაზღვრული სცენარით მოქმედებენ, რომლის სცენარისტებიც პარტიის ადგილობრივი, კონკრეტული, ,, ბოსები“ არიან. "წამებული" სულხან ქობულაძის საჯარო ლუსტრაციას არც თუ ისე ბევრი დრო და დიდი სირთულის საჭადრაკო პარტია დასჭირდა, როგორც კი მას, ჩემს მიმართ, მარტოს გაუჭირდა ცილისმწამებლური გეგმის განხორციელება, ჯერ გოქაძე გამოძვრა სოროდან, შემდეგ საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები გამოვიდნენ ბნელი კულისებიდან სააშკარაოზე, რითაც საბოლოოდ მოიხსნეს ნიღაბი და ადამიანის უფლებების დამცავ რაინდებად შეეცადნენ თავის წარმოდგენას, ადამიანების უფლებებისა, რომელსაც წლების განმავლობაში უმოწყალოდ ფეხქვეშ თელავდნენ. ყველაფერი აქედან გამომდინარე ვფიქრობ, საზოგადოებას არ უნდა გაუჭირდეს დასკვნის გამოტანა, თუ სად არის სიმართლე და სად ბინძური ავანტურა," - ამბობს ლევან გოგელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგელაშვილმა 17 დეკემბერს განცხადება გაავრცელა. გოგელაშვილმა თავის განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელის სულხან ქობულაძისა და "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარის გია გოქაძის ბრალდებებს უპასუხა. ქობულაძე აცხადებს, რომ დაახლოებით სამი თვის წინ მის მიმართ ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელი პირების მიერ ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. გია გოქაძემ მომხდარის გამო, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა. საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი ქობულაძესა და გოქაძეს "ნაციონალური მოძრაობი"-დან მართულ პირებად თვლის და მათ სიცრუეში ადანაშაულებს.


ნანახია: 2500-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს ლევან გოგელაშვილს საქართველოს
ქუთაისის საკრებულოში ბრალდებებს ეხმიანებიან.
ევროპა ჩვენი სახლია"-ს დორექტორი გია გოქაძე ქუთაისში მოქმედი კიდევ ერთი არასამთავრობოს თავმჯდომარის, სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს
თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დეპუტატები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გაამრთულ ბრიფინგზე უპასუხა.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ საკრებულოს

ამინდი