ეკა ბესელიამ ის საკანი მოინახულა, სადაც 16 წლის პატიმარი გარდაიცვალა
თარიღი : 10-10-2013, 20:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

"ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გოგა ძველაიას საკანში ვიდეო-თვალთვალი ხორციელდებოდა,"- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა დაახლოებით, 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
"როგორც ჩანს, პატიმარზე არავითარ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, თუმცა ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება. თვითონ პატიმარი თავისი მოთხოვნით ცალკე საკანში იმყოფებოდა, სადაც არავითარი ვიდეო-კონტროლი არ ხორციელდებოდა, ისევე როგორც სხვა საკნებში და გავრცელებული ინფორმაცია ვიდეო-თვალთვალის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ტყუილია. ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ყველა სახის ინფორმაცია. ამ საქმესთან დაკავშირებით არავითარი პოლიტიკური აპელირება არ შეიძლება. ჩვენ გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, გოგა ძველაიამ საკანში თავი ზეწრით ჩამოიხრჩო.