Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურელი მაღაროელები დამსაქმებლის წინააღმდეგ აქციას აწყობენ

თარიღი : 19-12-2015, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ჭიათურაში, შპს "ჯორჯიან მანგანეზი"-ს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციას, რომელშიც მონაწილეობას ჭიათურელი მაღაროელები მიიღებენ, საქართველოს სხვადასხვა საწარმოში დასაქმებული პროფკავშირების წევრები სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის ძირითადი მოთხოვნებია: კოლექტიური ხელშეკრულების დადება დარგობრივ პროფკავშირთან და მის პირველად ორგანიზაციასთან; პროფკავშირთან ერთად შრომის ინდივიდუალური კონტრაქტის პროექტის მომზადება; მაღაროელებთან შრომის ინდივიდუალური კონტრაქტის პროექტის დადება; შრომის ჰიგიენური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირობების გაუმჯობესება; სადღესასწაულო დღეებში შრომის ანაზღაურების გაზრდილი ტარიფის დაწესება და ხელფასების ინდექსაცია 2015 წლის ინფლაციის შესაბამისად.

საპროტესტო აქციაზე, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება, მაღაროელთა მხარდასაჭერად კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს იწვევენ.


ნანახია: 2124-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები შრომის ღირსეულ ანაზღაურებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.
ჭიათურაში, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის შენობის წინ, მაღაროელები საპროტესტო გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.
სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან რუსთავის აზოტის, ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის, ტყიბულის შახტებისა და
აქციის მონაწილეებმა კულტურის სახლიდან მსვლელობით და შეძახილებით 'სოლიდარობა მუშებს' 'ჯორჯიან მანგანეზი'-ს ადმინისტრაციის

ამინდი