Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხარკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება

თარიღი : 18-12-2015, 21:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხვალ, ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები, ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. 19 დეკემბრიდან მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.

ავიაბილეთის ერთი გზის საფასური 60 აშშ დოლარი, ხოლო ორი გზის - 130 აშშ დოლარიდან იწყება. ბილეთების შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეეძლებათ.

ცნობისთვის, ხარკოვის მიმართულებით 2013- 2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია "ვიზეარ უკრაინა" ახორციელებდა და ამ პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე 34 813 მგზავრი იქნა გადაყვანილი. რეისები ავიაკომპანია ვიზეარ უკრაინამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმა.


ნანახია: 2208-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.
“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ (FlyUIA) ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით რეგურალური ავიარეისების განხორციელებას 18
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს დღეიდან ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა
19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა

ამინდი