ქუთაისისათვის საფრთხისშემცველი მდინარის გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

ააიპ "სპეციალური სერვისები" მდინარე ოღასყურის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოებმა დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღკლაკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. "სპეციალური სერვისები" სამუშაოებს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სპეცტექნიკის გამოყენებით ახორციელებს. გაიწმინდა მდინარის 50 -მეტრიანი ზოლი.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რამდენიმე ათეული წლებია აღნიშნული ტიპის ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოები მდინარე ოღასკურაზე არ განხორციელებულა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს "სპეციალური სერვისების" გენერალური დირექტორი გელა გაგუა ადგილზე გაეცნო. შეგახსენებთ, რომ მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაუწმენდაობის გამო, უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას აზარალებდა.


R


R