ნატო ქათამაძე: თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ შეჭირვებულად ვცხოვრობ
თარიღი : 18-12-2015, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი ნატო ქათამაძე საკრებულოს "ლეიბორისტ" დეპუტატ სამსონ გუგავას პასუხობს. ქათამაძის თქმით, გუგავას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობისას პრემიის სახით 80 000 ლარი აიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ მას არავითარი პრემია აუღია და შეჭირვებულად ცხოვრობს.
"თუ ამდენი პრემია მქონდა და კარგად ვიყავი, გიჟი უნდა ვყოფილიყავი, წამოვსულიყავი. მე არავითარი სამსახური არ მაქვს. თავს არ ვაცოდებ ვინმეს, მაგრამ დღესაც შეჭირვებული ვარ. მე ვემსახურები ჩემს ამომრჩეველს და ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვიავი მაშინაც, როდესაც ვიყავი ოპოზიციაში და 10 წლის მანძილზე ვემსახურებოდი ამომრჩეველს. უკანონოდ არ მაქვს არაფერი აღებული და არც გამომზეურების მეშინია. შენ რომ აგყვე, შენნაირი უნდა ვიყო," - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
"გულში ნუ დაიტოვებთ, თქვით," - ოპონენტის რეპლიკას უპასუხა სამსონ გუგავამ.
ცნობისთვის, ნატო ქათამაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე 2013-2015 წლებში მუშაობდა. სამსონ გუგავამ ოპონენტ კოლეგას პრემიის თემა მას შემდეგ გაუხსენა, რაც ამ უკანასკნელმა გუგავა საკრებულოში აღებული 1 300 ლარიანი პრემიისთვის გააკრიტიკა.