Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,მე ვხედავ მზეს," -აწსუ მკითხველთა კლუბის ახალი პროექტი

თარიღი : 18-12-2015, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მკითხველთა კლუბი იწყებს ახალ პროექტს სახელწოდებით-"მე ვხედავ მზეს". პროექტის ფარგლებში მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის რჩეული მოთხრობების აუდიო ვერსიის ჩაწერა იგეგმება. ჩასაწერი მოთხრობების სიას კლუბის წევრები და პროფესორ-მასწავლებლები არჩევენ. პროექტს ,,მე ვხედავ მზეს" აწსუ სტუდენტური თვითმმართველობა აფინანსებს. პროექტის განსახორციელებლად 600 ლარია გამოყოფილი.

,,პროექტის განსახორციელებლად თანხა უკვე გამოყოფილია და სულ მალე დავიწყებთ სტუდიაში მოთხრობათა ჩაწერაზე მუშაობას. ჩაწერაში მონაწილეობას მიიღებენ ,,მკითხველთა კლუბელები" და მოსწავლეები დამეგობრებული სკოლებიდან," განაცხადა ,,მკითხველთა კლუბის" წევრმა მარიამ ჯაფარიძემ.

,,მკითხველთა კლუბი"-ის წევრებს შერჩეული აქვთ სკოლები, სადაც კვირაში ერთხელ ხვდებიან უფროსკლასელებს და ატარებენ ,,ლიტერატურულ საღამოებს". კლუბში აცხადებენ, რომ აქტივობის მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესონ ამა თუ იმ ნაწარმოებით და ამასთანავე კითხვაც შეაყვარონ.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1643-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"მკითხველთა კლუბი" ყოველი კვირის ოთხშაბათს მართავს პრეზენტაციებს სხვადასხვა წიგნზე, თემასა და მწერალზე.
სოლიდარობის გამოსახატავად, ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებმა და სტუმრებმა ხელებით ქაღალდის ნაძვის ხე საფრანგეთის დროშის ფერებში
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge რეგიონული საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც აქცენტს აკეთებს იმერეთის რეგიონში მიმდინარე
კლუბი, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობებში მეკლდეურობისა და ალპინიზმის პროპაგანდა, ექსტრემალური, სამთო და სამოგზაურო ტურების
მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი