Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მინდა მეტი ქალი ვიყოთ ავტორბოლით გატაცებული,"-ავტომრბოლელი ქალი, რომელიც მამაკაცებს ტოლს არ უდებს

თარიღი : 18-12-2015, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
25 წლის ნათია დვალი პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია, თუმცა უკვე რამდენიმე წელია ავტორბოლამ გაიტაცა. ამბობს, რომ ბავშვობაში ახლობლები თოჯინების ნაცვლად მანქანებს ჩუქნიდნენ და მანქანებისადმი მისი სიყვარული სწორედ აღნიშნულმა განაპირობა. მართვის მოწმობა 20 წლის ასაკში აიღო და საჭესაც ამ დროიდან მიუჯდა.

"არ მინდოდა საჭესთან ჩვეულებრივი მანდილოსანი ვყოფილიყავი. მინდოდა მცოდნოდა უფრო მეტი და დამემსხვრია სტერეოტიპი, რომ ქალს არ შეუძლია კარგად მართოს მანქანა,"-ამბობს ნათია დვალი.

დღეს მისთვის ავტომრბოლელობა საყვარელი და გამორჩეული ჰობია. ამ კუთხით საკმაოდ შორს წავიდა და 2014 წლის 2 მაისს, BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებულ რბოლაშიც მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ის ერთადერთი ქალი მრბოლელი იყო.

"მინდოდა გამომეცადა საკუთარი თავი მრბოლელის როლში, რა განცდა იყო ეს. როდესაც გამოვედი, შეჯიბრზე შეკრებილ ხალხს საოცარი რეაქცია ჰქონდა, მგულშემატკივრობდნენ. მხარს მიჭერდნენ, თვით ჩემი მოწინააღმდეგეც. ამ ავტორბოლამ დამანახა რას ნიშნავს ჩემთვის ეს სპორტი და რა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა მემუშავა სამომავლოდ,"-ამბობს ნათია დვალი.

ჩვენს რესპოდენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სპორტი საუკეთესო საშუალებაა იმის სასწავლებლად, თუ როგორ უნდა მართო მანქანა და რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა უხეშმა ტარებამ.ამბობს, რომ მის მიერ სპორტის აღნიშნული სახეობით გატაცებას ოჯახის წევრები და ახლობლები სიხარულით არ შეხვედრიან.

"დედას თავიდან ძალიან არ უნდოდა BMW-ს ფირმის მანქანა მყოლოდა, თუმცა მერე თვითონ მიყიდა. რბოლაზეც მთავარი გულშემატკივარი დედიკო იყო. მან იცის რას ნიშნავს ჩემთვის მანქანა და ბოლომდე გვერდით მიდგას. ასევე ჩემი მეგობრებიც გაგებით ეკიდებიან ჩემს ჰობს,"-ამბობს ნათია გვალი.

http://topnews.com.ge/photo/news/20151218115308.png


ნათიას თქმით, ქუთაისში გოგონები ნაკლებად დაინტერესებულები არიან სპორტის ამ სახეობით.

"მინდა გოგონებს არ ზღუდავდეს ის, რომ ისინი ქალები არიან, დაძლიონ არასწორი სტერეოტიპები და უფრო მეტი ქალი ვიყოთ ავტორბოლით გატაცებული. მინდა შევიძინო ავტომობილი, რომელიც ხელს შემიწყობს შეჯიბრში მივიღო მონაწილეობა, მსურს წარმოვადგენდე ქალაქს და მქონდეს წარმარებები, მიღწევები სპორტის ამ სახეობაში,"-ამბობს ნათია დვალი.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2326-ჯერ

მსგავსი სიახლეები
24 წლის ირაკლი რევიშვილი უკვე სამი წელია „აია“-ს გუნდის კაპიტანია. 16 წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში თამაშობს. მისი თქმით, სპორტი
როგორც ინგა კუპრავა ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-სთან ამბობს, მანქანა სახლთან დააყენა და როდესაც მანქანის ხმა გაიგონა,
ნიკა სვანიძე ავტო-მოტო კლუბ "იმერეთი"-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტია. აღნიშნული კლუბი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ნიკა პროფესიით
მცირე ასაკის მიუხედავად, ქუთაისელმა ახალგაზრდამ სპორტის დახმარებით საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის მონახულება და კარიერული

ამინდი