ოჯახში ყოველი მესამე შვილის რჩენის ვალდებულება შესაძლოა სახელმწიფომ აიღოს
თარიღი : 10-10-2013, 16:17 | კატეგორია: პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ოჯახში ყოველი მესამე ბავშვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა ხუნდაძემ დღეს, კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დააყენა.
„ოჯახში ყოველი მესამე ბავშვი 6 წლის ასაკამდე დაფინანსდეს ყოველთვიურად. ეს გარკვეულწილად გადაანგარიშებული გვაქვს და ამას ჭირდება დაახლოებით 5 მილიონი ლარი. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება და ხელს შეუწყობს შობადობის გაზრდას,“ - ამბობს ხუნდაძე.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პიველ რიგში იმ რეგიონები დაფინანსებას ფიქრობენ, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა.
"ქვეყანაში არსებობს დემოგრაფიული პრობლემა და ამ კუთხით ორი უმნიშვნელოვანესი წინადადება წარდგენილია. ერთი, რომ სახელმწიფო აფინანსებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 ლარის ოდენობით და საკეისრო კვეთას 800 ლარის ოდენობით. დღმდე უკვე 9 ათასზე მეტი მშობიარობაა დაფინანსებული. ასევე, რამოდენიმე დღის წინ იყო წარდგენილი ინიციატივა დეკრეტული შვებულებების ნაწილში შემწეობის გაზრდასა და დღეების რაოდენობის ზრდაზე,“ - აცხადებს ხუნდაძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად სამინისტრო მაქსიმალურად შეეცდება ფინანსური რესურსის მოძიებას.
news.ge