Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკური საპნის ოპერები და გარჩევები ქუთაისში

თარიღი : 17-12-2015, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარის გია გოქაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმდომარემ დავით დვალმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები უნდა დატოვონ, ქალაქის საკრებულოში ეხმიანებიან. საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი აცხადებს, რომ მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე გია გოქაძე მოქალაქე სულხან ქობულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ქობულაძე ამბობს, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების გარდა, ის ლევან გოგელაშვილმაც სცემა.

"მაქსიმალურად ვიკავებდი თავს კომენტარისაგან, მაგრამ ბატონი გია გოქაძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, მსურს კომენტარი გავაკეთო იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რომელიც გაავრცელა სულხან ქობულაძემ და რის ტირაჟირებასაც ახდენს გოქაძე თითქოსდა ჩემი მხრიდან ქობულაძის ცემის ფაქტზე.

რა თქმა უნდა ბრალდება, რომელიც პირველი განცხადებიდან ორი თვენახევრის შემდეგ გაკეთდა, ყველანაირ საღ აზრსაა მოკლებული. მაშინ როდესაც ქობულაძის განცხადება თავიდან ეხებოდა მხოლოდ ორ ადამიანს, შემდეგ სამს და მოულოდნელად, მერე ვითომდა მოძალადეთა რაოდენობა გახდა ოთხი და მეოთხე მოქმედ პერსონაჟად ორთვენახევრის შემდეგ დამასახელა მე. არ დავმალავ, რომ ამ არაადექვატური განცხადების მერე ვაპირებდი გამოძიებისთვის მიმემართა შუამდგომლობით სულხან ქობულაძისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, თუმცა მოვლენების დინამიკიდან გამომდინარე, მათ შორის თუნდაც ქობულაძის გუშინწინდელ და გოქაძის გუშინდელ განცხადებების შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს არის მართული პროცესი, თავისი კონკრეტული სცენარით: სულხან ქობულაძის განცხადებისთანავე აღნიშნული პოზიციის გამყარება-ტირაჟირებას იქვე ახდენს "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაცია გია გოქაძის სახით (აღნიშნული დინამიკა ყველა ჟურნალისტს შეგიძლიათ გადაამოწმოთ საკუთარი მედიაარქივიდან). ამასთანავე მაქვს ინფორმაცია, რომ ქობულაძე და მისი გუნდი სისტემატურ კონსულტაციებს გადიან ყოფილ მაღალჩინოსნებთან და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ლიდერებთან, საკმაოდ ცნობილ და ოდიოზურ პიროვნებებთან. ყოველივე აქედან გამომდინარე, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის მიერ დადგმული საპნის ოპერა, რომელსაც ცდილობენ აქტიურად გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დისკრედიტაციისათვის," - აცხადებს ლევან გოგელაშვილი.


ნანახია: 2359-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობი"-ს წევრების მიერ პროტესტის ნიშნად ქუთაისის საკრებულოს სხდომის დატოვებას თავის Facebook-გვერდზე საკრებულოს
ქუთაისის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს ლევან გოგელაშვილს საქართველოს
ევროპა ჩვენი სახლია"-ს დორექტორი გია გოქაძე ქუთაისში მოქმედი კიდევ ერთი არასამთავრობოს თავმჯდომარის, სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს
სულხან ქობულაძე მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების გაჭიანურებაზე საუბრობს.
"ევროპა ჩვენი სახლია" ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მიმართავს.
ჭიჭინაძის თქმით, იმის გამო, რომ ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა, აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

ამინდი