Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და მაკნატუნას ქველმოქმედება

თარიღი : 17-12-2015, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ორგანიზებით ქუთაისში, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, რომელსაც მხარი "მაკნატუნა"-მ დაუჭირა, ავტოქარხნის დასახლებაში, ვაგონში მცხოვრებ ორ პირს საკვები პროდუქტები გადაეცა.

61 წლის ნათელა ხუჭუა და 79 წლის ჯემალ ცერცვაძე ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე ვაგონში წლებია ცხოვრობენ. აღნიშნულ პიროვნებებს თავშესაფრად ქცეული ვაგონის გარდა, საერთო არაფერი აქვთ. ნათელა ხუჭუა საკუთარი სახლიდან რძალმა გამოაგდო, ხოლო ჯემალ ცერცვაძემ სახლი იმ მიზეზით დატოვა, რომ შვილებს ვერ შეეგუა. პირობები კი, რომელშიც აღნიშნული პირები იმყოფებიან, ადამიანის სიცოცხლისათვის შეუსაბამოა. ვაგონში ადამიანებთან ერთად მწერები და ქვეწარმავლები ცხოვრობენ. წვიმის დროს ვაგონი წყლით ივსება, ხოლო ქარის შემთხვევაში მასში გაჩერება შეუძლებელია. საცხოვრებელს არ მიეწოდება არც ელექტროენერგია.

"ასე წვალებით ვცხოვრობთ წლებია. ავად ვარ ასეთი პირობებისგან.ვაგონში ისე ცივა, რომ ჭუჭრუტანებს ტომრებით ვავსებთ. ასეთი პირობებში თუ შეიძლება ცხოვრება," - ამბობს ნათელა ხუჭუა.

ნათელა ხუჭუა და ჯემალ ცერცვაძე თავს მადლიერების სახლიდან მოტანილი საკვებითა და სახელმწიფოს სოციალური შემწეობით ირჩენენ.

"ესეც რომ არ იყოს, არ ვიცი რა გვეშველებოდა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დღვანდელ დღეს გაგვახარეთ," - ამბობს ნათელა ხუჭუა.

"მაკნატუნა" ხშირად ერთვება მსგავსს აქტივობებში და მოხარული ვართ, რომ დღესაც მოგვეცა ამის საშუალება," - ამბობს "მაკნატუნა"-ს დირექტორის მოადგილე ემზარ სოხაძე.

"მე მჯერა რომ სიკეთე გადამდებია, ამიტომ მინდა მივმართო ყველას, რომ თუ ადამიანები ერთმანეთს სოციალურ ქსელში ფოტოებისა და სტატუსების გაზიარება-მოწონებაში ეჯიბრებიან, მოდით, სიკეთის კეთებაში შევეჯიბროთ ერთმანეთს და ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე. მე ბედნიერი ვარ, რომ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გუნდმა შეძლო ეს კარგი დღე მცირედით მაინც გაელამაზებინა იმ ადამიანებიბისათვის, რომლებიც ვაგონში, წლების განმავლობაში ადამიანის არსებობისათვის შეუფერებელ პირობებში ცხოვრობენ," - ამბობს Topnews.com.ge-ს დამფუძნებელი ქრისტი ქარჩხაძე.

სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მსგავსი ტიპის აქციების მოწყობას სამომავლოდაც გეგმავს.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და მაკნატუნას ქველმოქმედება


ნანახია: 2072-ჯერ

მსგავსი სიახლეები
61 წლის ნათელა ხუჭუა უკვე 15 წელია ავტოქარხანაში, ფურცელაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაგონში ცხოვრობს.
დახმარებას ვითხოვ, იქნებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ღირსეულად ვიგრძნო თავი. მე ამ პირობებს
ჟენია ჟიშკარიანი 20 წელზე მეტია რკინის ვაგონში ცხოვროდა, მას გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
კოტეჯის ასაშენებლად საჭირო თანხის მობილიზება წყალტუბოს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.
მოხუცი, რომელიც 22 წლის განმავლობაში რკინის ვაგონში ცხოვრობდა, ამიერიდან სიცოცხლისათვის შესაბამის საცხვორებელში განთავსდება.

ამინდი