Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ცხოვრება მიქციეთ ჯოჯოხეთად," - რას უხსენებს კობახიძეს საჩხერის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

თარიღი : 17-12-2015, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს ვრცელ პოსტს უძღვნის. კობახიძეს, რომელიც "ქართული ოცნების" საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატია, ზაბახიძე ახსენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაში ადანაშაულებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად, რომელიც ავტორმა გამოქვეყნებიდან ერთ საათში წაშალა, თუმცა აქვე ვურთავთ პოსტის "სქრინშოტს":

"ქალბატონო მანანა, იქნებ ახლა მაინც ჭამოს სამართალმა პური და იქნებ ახლა მაინც დაინახონ თქვენი ნამდვილი სახე. თქვენ უაზრო ინტრიგებს შეეწირა ჩემი არამარტო საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეობა, არამედ ჩემი ოჯახიც. იქნებ მეც ამოვყარო ის მესიჯები, როგორ მაიძულებდით "ნაციონალების" მიერ დაფუძნებული გაზეთის უტენდეროდ და შეუსაბამოდ დიდი თანხით დაფინანსებას. როცა ვერ გამტეხეთ და კატეგორიულად გითხარით, რომ თქვენ გამო კანონს არ დავარღვევდი, ეს გაზეთი წააქეზეთ ჩემ წინააღმდეგ და რამდენიმე ნომერი მხოლოდ ჩემ ლანძღვას მიეძღვნა. ეს გაზეთი მამამ წაიკითხა და უჯანმრთელესი კაცი ინსულტით გარდაიცვალა, მამის სიკვდილი ვერ გადაიტანა ავადმყოფმა დედამ... მამის გარდაცვალების მეორე დღეს საჯაროდ ვაპირებდი საკრებულოს თავმჯდომარეობის დატოვებას და საჩხერიდან ამოწერასაც კი, სანამ თქვენ იქნებოდით მაჟორიტარი დეპუტატი. ამ განზრახვაზე ხელი "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ამაღებინა მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

"ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან ჩემი ყველა ამბიცია დავივიწყე და გვერდით ერთგულად დაგიდექით, მაგრამ ესეც ვერ დაინახეთ. თუმცა თქვენ თითონ აღიარებდით მოსახლეობასთან შეხვედრებზე რომ საჩხერეში რამდენი გიწვალია და გიშრომია, ეს უნდა დაგიფასდესო. კი, კარგად "დამიფასეთ". როდის გადამემტერეთ ასე ძალიან ? ალბათ მაშინ, როცა თქვენი "გუნდის" სერიოზული ფინანსური დარღვევების შესახებ პროკურატურას მივმართე და გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე მანამდე პარლამენტში თქვენი ნახვა მინდოდა. თქვენ თავი "დაიმდაბლეთ" და გვიან საღამოს საკრებულოში "გვეწვიეთ". რომ ვიცოდი ჩემს მიმართ თქვენი დამოკიდებულება საკრებულოს წევრებიც დავტოვე და ჩვენ "საუბარს" მოწმეებიც ყავს. როდესაც თქვენ უკადრებელი იკადრეთ და უდიდესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვით, მაშინ გითხარით, სირცხვილია პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყოთ, რატომ მარჯვენა არ მომტყდა ხმა რომ მოგეცითთქო! ახლაც იგივეს ვიმეორებ. ამის მერე აღარავის უკვირდა რატომ მიქციეთ ცხოვრება ჯოჯოხეთად. იქნებ ვინმემ იცის, რატომ არ გაიხსნა ის საქმეები დღემდე.

სამაგიეროდ, საჩხერეში ყველამ იცოდა რომ თქვენი თანადგომის მისაღწევად ჩემთან უნდა გამოეცხადებინათ ომი. ასე შეიქმნა იმ გაზეთის თანამშრომლებისთვის ახალი ადგილები. თქვენთვის ტელეფონიც კი გამითიშია, ისტერიულად რომ მლანძღავდით ხოლმე.წინა საკრებულოში დარჩენილი ნაციონალების ხელით რამდენჯერმე ჩემი იმპიჩმენტიც კი სცადეთ, მათ სანაცვლოდ ჩემ ადგილს პირდებოდით მაგრამ არ გამოგივიდათ. მათ ხვდებოდით საჩხერეში რომ ჩამოდიოდით , ჩემთან კი არასოდეს გითანამშრომლიათ. ჩვენი თურმე " ქალური ომის" ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა. თქვენგან "დაბლოკვას " სულ ვგრძნობდი , განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში რომ დავრბოდი პროექტებისთვის, მაგრამ სიამაყით და მათ სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მათი უდიდესი მორალური და საქმიანი მხარდაჭერით განვახორციელეთ ის პროექტები, რომლებიც ჩემი წამოსვლის შემდეგ დასრულდა და თქვენ "სიამაყით" ჭრით ლენტებს."- წერს ინგა ზამბახიძე facebook-ის გვერდზე.


ნანახია: 1773-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე ქალაქის მერიის იმ პროექტს
მაჟორიტარობის კანდიდატმა 'ქართული ოცნების' ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა.
'ქართული ოცნების' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ პარლმენტის შენობა ქუთაისში უნდა დარჩეს. ამის
მსახიობი, რიგით მე-5 პრეზიდენტს სთხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში გადატანასთან
საჩხერის ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვრისპირა სოფლების მოსხლეობას შეხვდნენ.

ამინდი