ქუთაისში აფთიაქი დააყაჩაღეს-ადგილზე იყო გასროლაც

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, "პე ეს პე"-ს აფთიაქი დააყაჩაღეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ნიღბიანი პირები აფთიაქში იარაღის მუქარით ფულს ითხოვდნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა.
"რამდნეიმე პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა. რამდენია წაღებული არ ვიცი. გასროლის ხმაც გავიგონე", - ამბობს თვითმხილეველი თათია ბოჭორიშვილი.
შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. სამართალდამცველებმა ასევე დაკითხეს აფთიაქის თანამშრომელიც, რომელიც ყაჩაღობისას ადგილზე იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.