"წერილი ამ ქვეყნიდან," - მარიამ ჩახვაძის ბლოგი
თარიღი : 16-12-2015, 19:15 | კატეგორია: ახალი ამბები, ბლოგი

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ,,ბლოგი“, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ფართო საზოგადოებას ,,გაანდოს განცდები და ემოციები“ მისივე შემოქმედებით ან უბრალოდ, გამოთქვას თავისი აზრი სხვადასხვა საკითხზე. რუბრიკა ,,ბლოგი“-ს მორიგი სტუმარია მარიამ ჩახვაძე. მარიამი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. უყვარს კითხვა და მუსიკის მოსმენა. როგორც თავად ამბობს, მუსიკა მისთვის შთაგონების წყაროა და წერაში ეხმარება. ასევე, უყვარს ქუჩაში მარტო ხეტიალი, მაგრამ ამჟამად ჩვენც დავემგზავროთ მარიამს ,,რესპუბლიკის ქუჩა №1“ -ზე.
რესპუბლიკის ქუჩა №1
წერილი ამ ქვეყნიდან
აქ ყველაფერი ძველებურადაა ლილუ..
ჭიშკარს ისევ აცვია ნაცრისფერი.ეზოში ვარდები წითლდებიან. სურომ კედლებს შემოხვია ხელები და თითები ფანჯრებთან დააწყო.კიბის საფეხურებზე ხავსის ჩითილები ობოლი ბავშვებივით მიყუჟულები და ყოველდღე ელიან შენს ნაფეხურებს.
ხედავ? ყველაფერი ძველებურზე ძველებურადაა ლილუ..
ეზო დუმს. ნაცრისფერსამოსიანი ჭიშკრიდან მოწყენილი კარის სახელურამდეა გაწელილი ბოლო თვეები. ივნისის ღამის ათ საათზე გაყინული ემოცია დღემდე ფარდაზეა მიკიდებული და არც არავის უცდია მისი ჩამოხსნა. შესასვლელი გახუნდა, თუმცა კედლებზე მიმხმარი ცრემლები ბრწყინავენ ხოლმე მზის ჩასვლისას. საკიდზე რამდენიმე ტკბილი მოგონება და „ის“ მწვანე მოსაცმელი ჰკიდია, „იმ“ დღეს რომ გეცვა. მისაღებში, შენს სარწეველა სკამზე მოხუცებული თოჯინა ზის, ნინა ბებო. ამ ბოლო წელიწადმა თმაზე დაათოვა, თვალებიდან კი პატარ-პატარა ბრილიანტები უცვივა ხოლმე მეწამულ იატაკზე, რომელიც შენი „წასვლის“ დღეს მოკვდა. გაძარცვულ მაგიდაზე შენი თვალებისფერი ლარნაკი დგას , რომლის გვალვამოდებულ ფსკერზე ორიოდე ფოთოლი უიმედო ლოდინისგან იხრწნება.. კლავიშებდაგლეჯილ პიანინოზე დაგდებული გაყვითლებული ფურცლიდან გაქცეულან ნოტები და მიტოვებული ვიოლინოს გასაღები თავის უფუნქციობას დასტირის..
თითქოს ყველაფერი ძველებურადაა ლილუ, მაგრამ არა..
„უკედლო ოთახში“ კედელზე დაკიდებულ ფრთაჩამოვარდნილ ჩარჩოში, ვადაგასული ქაღალდიდან გოგონას წყლიანი თვალები აკვირდება ამ სამყაროს. ერთი შეხედვით შენ გგავს ლილუ.. არა შენ ხარ! ძველებურად დაგთამაშებს ღიმილი ტუჩებზე. უკვე მერამდენედ წითლდებიან ვარდები ამ ღიმილის მოლოდინში. მეათასედ ვუკრავ კლავიშებდაგლეჯილ პიანინოზე შენს საყვრელ ვივალდის „four seasons“-ს,ყოველდღე გელოდება ჩემი დარჩენილი ადამიანობა კიბის საფეხურებზე, მაგრამ.. შენ არ ჩანხარ!.. არცერთი დროის გზაგასაყარზე.. არცერთ რეალობაში.. არცერთ აწმყოში.. უკვე მელევა შენი დოზირებული ჩახუტება და გონების ზედაპირზე მოტივტივე თბილი მოგონებები..
ყოველ დილას მახსენდება შენი ფერგადამხდარი სხეული და ვცდილობ წარმოვიდგინო შენს სახეზე დალექილი ემოცია, რადგან სახის ნაკვთები საზარელ შლამს დაეფარა და აღარ გიჩანდა.. მაგრამ ეს ჩემი მაზოხიზმში გადასული ახირებაა და ასე გულგახეული ვბრუნდები უსასოდ დარჩენილ ჩემს სამყაროში,რომელსაც ახლა უკვე შენი სახელი ჰქვია..
გელოდებით.. 2015 წლის 13 ივნისს გაყინული მე და რესპუბლიკის ქუჩა №1 .