ბაღდათში იმერეთის საუკეთესო ავტომრბოლელებს გამოავლენენ
თარიღი : 16-12-2015, 14:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის ჩემპიონატის წყვილთა რბოლის მეხუთე, დასკვნითი ეტაპი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაიმართება. ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას ავტო-მოტო კლუბი "იმერეთი" უწევს, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, 13:00 საათზე არის ჩანიშნული. როგორც ავტო-მოტო კლუბ "იმერეთი"-ს პრეზიდენტი ნიკა სვანიძე ამბობს, შეჯიბრების დასკვნით ეტაპზე დაახლოებით 30-მდე ავტომობილს ელოდებიან.
"ჩემპიონატში მონაწილეობას დანარჩენ ოთხი ეტაპის, საუკეთესო ქულების მქონე მრბოლელები მიიღებენ. ღონისძიებას მხარს ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია უჭერს. გვაქვს საჩუქრები ძრავის ზეთისა და ფასდაკლების ერთთვიანი ვაუჩერების სახით," - ამბობს ნიკა სვანიძე.
იმერეთის ჩემპიონატის წყვილთა რბოლის მეხუთე, დასკვნით ეტაპს საინფორმაციო მხარდაჭერას საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge უწევს.