Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი ამოქმედდა

თარიღი : 15-12-2015, 15:16 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პირველი ცენტრი ამოქმედდა.
ახალი დაწესებულება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე პაატა ნადირაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ და გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

როგორც ინოვაციების სააგენტოში აცხადებენ, ინოვაციების ცენტრი ხარაგაულის ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა და მოსახლეობას მრავალპროფილიან მომსახურებას გაუწევს.

"ადგილობრივებს ცენტრის როგორც მუშაობის, ასევე შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისთვის გამოყენების საშუალება ექნებათ. მნიშვნელოვანია წვდომა ისეთ ტექნიკასთან, როგორიც 3D პრინტერია. ყველა მომხმარებელს კონსულტაციას გადამზადებული ტრენერები გაუწევენ. მათ შეეძლებათ სწორად ჩამოაყალიბონ იდეა, შექმნან ახალი ინოვაციური პროექტები და განავითარონ ეს სფერო ქვეყანაში. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ინოვაციების ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობისთვის 38 000 ლარი გამოყო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი საზოგადოებრივი ცენტრის სარემონტო სამუშოები დაფინანსდა", - აცხადებენ ინოვაციების სააგენტოში.

საქართველოში მსგავსი ტიპის 500 ცენტრის გახსნა იგეგმება.


ნანახია: 1896-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ინოვაციების
ექსკურსია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ყველა ის სერვისი იქნება, რაც თბილისის ინოვაციებისა და
ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება.
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მუნიციპალიტეტში დასრულებული
ლაბორატორიაში მათ შეუძლიათ შექმნან ინოვაციური პროდუქტის საცდელი პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი

ამინდი