ქუთაისში მძღოლები მგზავრთა ნაკადის სიმცირეზე საუბრობენ
თარიღი : 15-12-2015, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს წევრი, გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე ჯავახიშვილის #73 ბინის მოსახლეობასა და #22 ავტობუსის მძღოლებს ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა მაჟორიტარის წინაშე რამდენიმე პრობლემის ირგვლივ ისაუბრეს, კერძოდ: N22 საქალაქო ხაზზე დასაქმებული ავტობუსის მძღოლები მგზავრთა ნაკადის სიმცირეს, ქალაქში გამავალი წყალტუბოს სამარშუტო ტაქსების ქალაქის მგზავრების აყვანით ხსნიან და მათ მხრიდან ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრების აყვანას აპროტესტებენ. ასვე, ისინი იმასაც აპროტესტებენ, მიკრო ავტოსადგური, რომელიც წყალტუბოდან ქუთაისში შემომავალი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის ბოლო გაჩერება უნდა ყოფილიყო, არ ფუნქციონირებს. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი ყინულის მოედნის აგრეგატების ხმაურის გამო მის გადატანასა და N73 ბინის წინ მოუწესრიგებელი სკვერის რეაბილიტაციას ითხოვენ.
პრობლემების გაცნობის შემდეგ, მაჟორიტარი მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.