გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის მკვლელობაში მხილებულებს 15, 11 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯათ

გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2014 წლის მარტში გარდაცვლილ გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში დღეს გაიმართა.
მოსამართლემ ფარტენაძის თანამესაკნეები ბრალდებულად სცნო და შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილი 9 და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარდაცვლილის დედის თქმით, ისინი სასჯელით კმაყოფილები არ არიან და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მკვლელობაში მხილებულების ადვოკატებიც გეგმავენ. მათი თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილთან ფიზიკური შეხება არ ჰქონიათ.