Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზუგდიდში დადიანების სასახლეს რეაბილიტაცია უტარდება

თარიღი : 15-12-2015, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე მოინახულა და 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა.

2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა სასახლის ნანგრევები, რომელიც ზომებით და ნახაზით ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულ “ჯვარედინი სასახლის” იდენტურია. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი გაგრძძელდება არქეოლოგიური სამუშაოები.

ნიკო დადიანისეული სასახლე, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებში არქიტექტორ ლ. ვასილევის მიერ შედგენილი პროექტით განხორციელდა, უშუალოდ ესაზღვრება ბოტანიკურ ბაღს. სასახლე საკმაოდ მასშტაბურ ნაგებობას წარმოადგენს, რომლის ფასადების სიმეტრიული დანაწევრება თავისებურ კომპოზიციას ქმნის. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შენობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნიდა როგორც სახურავიდან ჩამონადენი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი, რომელიც პირდაპირ ჩაედინებოდა სარდაფში და აზიანებდა საძირკველს. დღეისათვის დამთავრებულია ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები, ფასადზე მოხსნილია ცემენტის ნალესობა; დამონტაჟდა პირველი სართულის ხის იატაკი; სარდაფები ამოსუფთავებულია მიწისა და სამშენებლო ნარჩენებისაგან; შენობის გარშემო მოიხსნა მიწა და მოეწყო საძირკვლის სავენტილაციო-სანიაღვრე არხი; გასუფთავებულ სარდაფებში აღდგა კედლები და ისტორიული სავენტილაციო არხები; ახალი იატაკების მოსაწყობად გაკეთდა აგურის ტუმბოები.


ნანახია: 2548-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგუთის სასახლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი
ამ ეტაპზე გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს გამგეობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.

ამინდი