გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის საქმეზე ქუთაისის სასამართლოში გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოაცხადოს.
გიგა ფარტენაძე ციხეში გასული წლის მარტში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ფარტენაძე საკუთარმა თანასაკნელებმა სცემეს, თუმცა ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პატიმრის გარდაცვალებაში ციხის ადმინისტრაციის ხელი ურევია.