ქუთაისში მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის განწმენდის დღესასწაული აღნიშნეს
თარიღი : 14-12-2015, 21:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ებრაელთა დღესასწაულთან-ხანუქასთან დაკავშირებით სინაგოგაში დღეს სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა. ებრაელ თემს,, ხანუქა" ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მიულოცეს. მათ სინაგოგაში ტრადიციული სანთელიც დაანთეს. ამ დღესასწაულზე სიმბოლურად ცხრა სანთელი ინთება.
"ხანუქა" ებრაელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღეს მთელი ერი სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვებას ზეიმობს. ვულოცავ მათ ამ დღესასწაულს და მშვიდობას ვუსურვებ. ცნობილია, რომ ორი ერის მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის,"–განაცხადა შოთა მურღულიამ.