Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლებისა და ბაღების სასადილოებს ამოწმებს

თარიღი : 14-12-2015, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მთავრობის წევრებმა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა სკოლების სასადილოებსა და საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრას, რომელსაც მინისტრები თამარ სანიკიძე, ოთარ დანელია, დავით სერგეენკო, ნოდარ ჯავახიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კუთხით განხორიციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და ვითარების გაუმჯობესების მექანიზმებზე იმსჯელეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზაზა დოლიძის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, სკოლებისა და ბაღების შემოწმება 2013 წლიდან დაიწყო და 2014 -2015 წლებში ის სააგენტოსოს პრიორიტეტული მიმართულება გახდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება როგორც სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, ასევე სურსათის უვნებლობა, ვადიანობა და ეტიკეტირება.

მიმდინარე წელს, სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, სკოლის ბუფეტების შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა. 2015 წელს 11 თვის მონაცემებით სკოლების სასადილოებში 361 ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობები და ბიზნესოპერატორებს გამოსასწორებლად რეკომენდაციები მიეცათ. რაც შეეხება გასულ წელს, სპეციალისტებმა სკოლების კვების ბლოკებში 408 ინსპექტირება განახორციელეს და გამოვლენილი დარღვევბის გამო 4 სკოლის ბუფეტი დახურეს. საბავშვო ბაღებში კი, 2015 წელს 910 ინსპექტირება განხორციელდა, ხოლო 2014 წელს - 467.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით: საბავშვო ბაღებში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად აღარ გამოიყენება ალუმინისგან დამზადებული ინვენტარი, რომელიც მიჩნეულია მეორე კლასიფიკაციის საშიშროების ელემენტად და დაუშვებელია ბავშთა კვების მოსამზადებლად. საბავშვო ბაღების უმეტესობამ მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა და სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. თითქმის ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულოში მოწესრიგდა წყალგაყვანილობა (ცხელი წყალი). საბავშვო ბაღებში მოწესრიგდა ჰიგიენური მდგომარეობა, მათ შორის, პერსონალის ჰიგიენა, სურსათის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რეცხვა-დეზინფიცირება. სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების პერსონალისთვის პერიოდულად ატარებს ტრენინგებს თემაზე - „5 გასაღების პრინციპი“, რომელიც სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენის აუცილებელ ნორმებს შეეხება.

საბავშო ბაღებში სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერების გამოცხადების დროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ტექნიკური სპეციფიკა შეთანხმდა და ცხოველური წარმოშობის სურსათის მომარაგების პირობები მკაცრად არის რეგლამენტირებული.




ნანახია: 2202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის მწარმოებელ და სადისტრიბუციო ობიექტებზე, მათ შორის საბავშვო ბაღების სასადილოებსა და სკოლების
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი შემოწმდა.
რისთვისაც საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის აღსაზრდელთა მშობლებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ფიქრია ჭლიკაძის თქმით, კვლევა ჩაუტარდა სასმელი წყლის 5 სინჯს

ამინდი