აწსუ-ს თვითმმართველობა რეგიონიდან ჩამოსულ 20 სტუდენტს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს
თარიღი : 14-12-2015, 17:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რეგიონიდან ჩამოსულ 20 სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტს, ერთი წლით საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს.
თვითმმართველობის პრეზიდენტ გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, განცხადებების მიღება მიმდინარე კვირიდან უკვე დაიწყება და ერთ თვეს გასტანს.
უნივერსიტეტის თვითმმართველობა, სტუდენტების ფართით უზრუნველყოფისათვის 10 000 ლარს გამოყოფს.
„სტუდენტს, რომელსაც საცხოვრებელი სახლით ვუზრუნველვყოფთ, უნდა იყოს აუცილებლად რეგიონიდან, სოციალურად დაუცველი და მაღალი აკადემიური მოსწრების. 20 სტუდენტის დასაფინანსებლად თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყოფა. მსგავსი პროექტი თვითმმართველობას ჯერ არ ჰქონია, პირველი შეთავაზებაა სტუდნეტებისთვის ფართით უზრუნველფოფა," - აცხადებს გიორგი ოკრიბელაშვილი.