„პატიმარი ამბობს, რომ სახეზე დაზიანება საკანში წაქცევის შედეგად მიიღო“

გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც პატიმარი ზ.ჭ. მოინახულეს.
ზ.ჭ.-ს ახლობლები აცხადებდნენ, რომ ციხეში ის ე.წ. მაყურებელმა სცემა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის გიორგი ლაბაძის თქმით, პატიმარი კეტეგორიულად უარყოფს, რომ მას დაზიანება ციხის ადმინისტრაციამ ან სხვა პატიმარმა მიაყენა.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები გეგუთის ციხეში შევედით. გასაუბრების შემდეგ, პატიმარმა გვითხრა, რომ საკანში წაიქცა და სახეზე მცირე დაზიანება აქედან მიიღო. ის კატეგორიულად გამორიცხავს ვინმეს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას“, - აცხადებს გიორგი ლაბაძე.
მომხდარზე შესაბამისმა ორგანოებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს.