"სამსონ გუგავა ლეიბორისტობას მთავაზობდა," - რას პასუხობს ნატო ქათამაძე ბრალდებებს?
თარიღი : 14-12-2015, 14:03 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"არ ავყვები ამ ყველაფერს. მთავარია ჩემს საქმეს ვაკეთებ," -ამგვარად პასუხობს ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძე "ლეიბორისტი" სამსონ გუგავას ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქათამაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 80 000 ლარის პრემია დაუმსახურებლად აიღო.
ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ მას სამსონ გუგავა "ლეიბორისტულ პარტია"-ში გადასვლას სთავაზობდა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
"თუ სადმე გადავალ, "ლეიბორისტულ პარტია"-ში არ წავალ. არ ავყვები ამ ყველაფერს. თუ ყველა ძაღლს ესროლე ქვა, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდება, მიზნამდე ვერასდროს მიხვალ," -ამბობს ნატო ქათამაძე.