Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოყვარულმა მოჭადრაკეებმა ქუთაისის პირველობისთვის იბრძოლეს

თარიღი : 14-12-2015, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიისა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის ქუთაისის ტრადიციული პირველობისთვის ბრძოლა გაიმართა. ტურნირზე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის 46 –მა წარმომადგენელმა იასპარეზა. შეჯიბრება სამ კატეგორიაში – მოყვარულ პროფესიონალებს, პროფესიონალებსა და ქალთა შორის გაიმართა. ტურნირის მთავარი მსაჯი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ალექსანდრე არსენიძე იყო. მოყვარულთა და პროფესიონალ მოყვარულთა შორის შეჯიბრება 7 ტურად გაიმართა, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა კი 5–5 პარტია ითამაშეს. მერიის მიერ გამოყოფილი საპრიზო ფონდის (5000 ლარი) მეშვეობით გამარჯვებულებსა და პრიზიორებს სოლიდური ჯილდოები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულებმა საჩუქრად ტელევიზორები მიიღეს, მეორეადგილოსნები სმარტფონებით, ბრინჯაოს პრიზიორები კი ფოტოაპარატებით დაჯილდოვდნენ. პლანშეტები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებად გამოვლენილ მოჭადრაკეებს. გამარჯვებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომონაძემ დააჯილდოვეს, რომლებიც ტურნირში თავადაც იღებდნენ მონაწილეობას. ქალაქის მერმა საჭადრაკო ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, რომ ანალოგიური შეჯიბრებები სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაიმართოს.

გამარჯვებულები და პრიზიორები:

მოყვარულ პროფესიონალთა შორის
1. შოთა კუჭუხიძე 5,5 ქ. (საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახური);
2. ბერდია ტურაბელიძე 5ქ. (კერძო სექტორი);
3. გიორგი დანგაძე 5ქ. (სტუდენტი).

მოყვარულთა შორის
1. ზურაბ ხურციძე 6 ქ. (ქუთაისის მერია);
2. კახა მარდალეიშვილი (სატრანსპორტო კომპანია);
3. გელა ხუნდაძე (კერძო სექტორი).

ქალთა შორის
1. შორენა ჯიმშელეიშვილი 5ქ. (სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N2 დაწესებულება);
2. ია ამბროლაძე 4ქ. (გუმათის მუნიციპალიტეტი);
3.ნინო გაბუნია 2,5 ქ. (შსს).


ნანახია: 1756-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი გაიმართა.
ჭადრაკში დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა.
საჭადრაკო სკოლაში ინვეტარი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ მიიტანეს.

ამინდი