"ნატო ქათამაძეს მოვუწოდებ, საზოგადოებას წარუდგინოს ინფორმაცია, 80 000-ის კი არა, 80 ლარის რა გაუკეთა ქვეყანას"

ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატი სამსონ გუგავა საკრებულოს "რესპუბლიკელ" წევრს ნატო ქათამაძეს მის მიერ აღებული პრემიის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს. გუგავა განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაციით ის მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნატო ქათამაძემ კოლეგა დეპუტატი პრემიისთვის გააკრიტიკა. როგორც სამსონ გუგავა ამბობს, მან პრემია ერთხელ, 1 300 ლარის ოდენობით, გაწეული საქმიანობისთვის აიღო.
"2013-2015 წლებში ქალბატონი ნატო ქათამაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე იყო. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს აღებული აქვს 80 000 ლარამდე. ცხვრის ქურქში გახვეული ავაზაკები დაერივნენ ჩვენს ქვეყანას. სადაც რეალური საკრიტიკებელია, ქალბატონი ნატო ხმას არ იღებს, მაგრამ როდესაც თემის გადაფარვაა საჭირო, მაშინ თამამად საუბრობს. "ლეიბორისტულ პარტია"-ს და სამსონ გუგავას უამრავი რამ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის ოპოზიციიდან. მაგალითად, ჩვენი დამსახურებაა უფასო განათლება და უფასო ელექტროენერგია. ქალბატონ ნატოს მოვუწოდებ, საზოგადოებას წარუდგინოს ინფორმაცია, 80 000-ის კი არა, 80 ლარის რა გაუკეთა ქვეყანას," - ამბობს სამსონ გუგავა.