ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას დაუბრუნდა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, რომელსაც მოქალაქე სულხან ქობულაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, სამუშაო პროცესი განაახლა. რატომ განაახლა დავით დვალმა სამუშაო პროცესი, რა ეტაპზეა გამოძიება და რა გარემოებები დადგინდა გამოძიების შედეგად?,- აღნიშნულთან დაკავშირებით topnews.com.ge-მ საკრებულოს თავმჯდომარეს ესაუბრა.
"გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გამოძიებამ დაასრულა ფაქტიურად თითქმის ყველა მტკიცებულების მოპოვების პროცესი, რა პერიოდის მანძილზეც მე ჩემივე გადაწყვეტილებით შეჩერებული მქონდა შრომითი ურთიერთობა, რათა მავანთ არ გასჩენოდათ ამით ხელოვნური მანიპულირების საშუალება, თითქოს მე, ჩემი მაღალი თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე, რაიმე ზეგავლენას განვახორციელებდი მტკიცებულებათა მოპოვების პროცესზე. ამჟამად მხარეები ოფიციალურად გაცნობილი არიან გამოძიების მიერ მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას და მათი შეცვლისა და ფალსიფიკაციის შანსი (რომელიც ისედაც ნულოვანი იყო, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ვინმეს შეეძლო აღნიშნულით მახინჯი ინტერპრეტაცია) თეორიულადაც არ არსებობს.
ამასთან, მუნიციპალიტეტში გადამწყვეტ ფაზაშია შესული საბიუჯეტო პროცესი და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღების პროცესში, ვთვლი, რომ ჩემი სტატუსი მაკისრებს პასუხისმგებლობას, მაქსიმალურად ჩავერთო და დავაორგანიზო საკრებულოს საბიუჯეტო სხდომა.
თუმცა მინდა კვლავ მკაფიოდ გავუსვა ხაზი ჩემს სრულ მზაობას, მაქსიმალურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან და მათი მხრიდან კიდევ რაიმე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების საჭიროების და ამ პროცესთან თანამდევი გარემოებების მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში, გონივრულობიდან გამომდინარე, კვლავ გავემიჯნო სტატუსს, მტკიცებულებათა მოპოვების ვადით, თუ ამის აუცილებლობა იქნება," - აცხადებს დავით დვალი.
შეგახსენებთ, რომ ბრალდების გამო, საკრებულოს თავმჯდომარემ შრომითი ურთიერთობა ზედიზედ 2 თვით შეიჩერა.