ქუთაისის მერს დიპლომი გადასცეს
თარიღი : 13-12-2015, 22:41 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ,,ადგილობრივი თვითმმართველობა-საუკეთესო პრაქტიკა 2015"-ის დიპლომი მიიღო. მერს აღნიშნული დიპლომი იმ კონფერენციაზე გადაეცა, სადაც
საქართველოში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. ქვეყნის პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გატარებული რეფორმის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კონფერენციას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა,რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოკვეთილი ლიდერია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარებაში.
კონფერენციაზე 9 მუნიციპალიტეტიდან საერთო ჯამში 10 პრაქტიკა წარადგინეს. აქედან 2 ( 1. პრაქტიკა – აღურიცხავი ქონების რეგისტრაცია; 2. პრაქტიკა – მონიტორინგის ელექტრონული სისტემა)ქუთაისმა წარადგინა.