კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ქუთაისელი მხატვარი გახდა
თარიღი : 13-12-2015, 22:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ქუთაისელი მხატვარი გახდა. ლია უკლება აღნიშნულ პრემიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლმა" წარადგინა. უკლებას ეკუთვნის ნახატი, რომელმაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ ნახატში ღვთისმშობელი თავს იკლავს.
"ლია უკლება გამორჩეული ფემინისტი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც განსაკუთრებული სიზუსტითა და სიმძაფრით წარმოაჩენენ ქალის პრობლემებს საქართველოში. უჩვენებენ მისი ჩაგვრის მექანიზმებსა და სტრუქტურულ ბუნებას. მისი შემოქმედების საშუალებით აქტუალიზირდა ქალთა ჩაგვრასთან დაკავშირებული საკითხები და მათ საზოგადოების თითქმის ყველა ფენასთან მიაღწიეს," -აცხადებენ "მიგრაციის სახლში".
„კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ ქალთა ფონდმა საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დააწესა. პრემია ყოველწლიურად საქართველოში ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს გადაეცემა.
კატო მიქელაძე მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი იყო. ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი 2013 წელს ეკატერინე აღდგომელაშვილი გახდა. აღდგომელაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოში.