ქუთაისის მერიამ მრავალშვილიან დედას სასამართლოში უჩივლა

ქუთაისში მცხოვრებ მარინა დახუნდარიძეს ქალაქის მერია უჩივის.
როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მრავალშვილიანმა დედამ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებიბის პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შესახებაც მათ სამართალდამცველები ჩააყენეს საქმის კურსში.
"მოვა მერიასთან დადგება და ვინც არ მოეწონება ან უყვირის, ან კიდევ წყევლის. ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, როცა მერიაში შევდიოდით სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცველებს შესაბამისი რეაგირებისთვის, მე, როგორც ვიცი ეს ადმინისტრაიცული სამართალწარმოება იქნება,"- აცხადებს ჯავახია.
ქუთაისის მერიის მხრიდან სასამართლოში ჩივილს მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ეხმაურება.
მისი თქმით, ის საქალაქო სასამართლოში დღის 14:00 საათზეა დაბარებული.
"არ ვიცი დამირეკეს და მითხრეს, რომ 2 საათზე უნდა მოხვიდეთო. ჯავახია ავაზაკმა მიჩივლა. თუ დაინტერესდებით და სასამართლოს გააშუქებთ კმაყოფილი ვიქნები,"- აცხადებს დახუნდარიძე.