აწსუ-ში საფრანგეთის სოლიდარობის კვირეული დასრულდა
თარიღი : 12-12-2015, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფოს'' მიერ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტიდან ერთი თვის აღსანიშნავად აწსუ-ში გამართული სოლიდარობის კვირეული დასრულდა.
კვირეულის ბოლოს მცირე ლიტერატურული საღამო გაიმართა.საღამოს ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ ,,აწსუ მკითხველთა კლუბი''-ს წევრები და ფრანგული ენისა და ლიტერატურის ლექტორები. ღონისძიებაზე შესრულდა ფრანგული სიმღერები და ახალგაზრდა შემოქმედებმა მსმენელებს წაუკითხეს თემატური ლექსები ფრანგი პოეტებისა თუ თავიანთი შემოქმედებიდან.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ფრანგული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტთან დამეგობრებული ოცდამეათე სკოლის მოსწავლეები.
სოლიდარობის გამოსახატავად, ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებმა და სტუმრებმა ხელებით ქაღალდის ნაძვის ხე საფრანგეთის დროშის ფერებში გააფერადეს.
თიკო ძოძუაშვილი