Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მეეზოვე: 5 შვილის დედა ვარ და 5 წელია ჩემი ქალაქის სისუფთავეზე ვზრუნავ

თარიღი : 12-12-2015, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ააიპ “სპეციალური სერვისები“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას სახელწოდებით: "პროფესია ახლო ხედით".
რუბრიკის ფარგლებში ააიპ „სპეციალურ სერვისებ“-ში დასაქმებული იმ ადამიანების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ქუთაისის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ერთ-ერთ მათგანს შორენა მარაქველიძე წარმოადგენს.
39 წლის ქალბატონი ხუთი შვილის დედაა, და ამასთანავე 5 წელია ქუთაისის სისუფთავეზე ზრუნავს.
ქალბატონი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროფესია, რომელსაც ის ემსახურება, მისთვის საამაყოა და ამასთანავე შემოსავლის ერთადერთი წყაროც.
"დილით ადრე გათენებამდე ვდგები, ბავშვებისთვის ყველაფერს ვამზადებ, რომ დილით, როცა ადგებიან და სკოლაში წავლენ ყველაფერი წესრიგში დახვდეთ. ამის შემდეგ მივდივარ სამსახურში და ჩემს ქალაქს ვასუფთავებ. მეამაყება, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ქუთაისის სისუფთავეზე ზრუნავს. 5 წელია მეეზოვედ ვმუშაობ და არასოდეს არ მრცხვენოდა ამის. ჩემი ოჯახის მთავარი შემოსავალიც სწორედ მეეზოვეობიდან აღებული ხელფასია,"-ამბობს შორენა მარაქველიძე.


ნანახია: 3047-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"პროფესია ახლო ხედით",- ქუთაისის ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე.
უხუცესი მეეზოვე უკვე 25 წელია ქუთაისის სისუფთავეს მუხლჩაუხრელად ემსახურება.
"სპეციალური სერვისები"-ს სხვა მეეზოვეებთან ერთად, ნატრული ნადარაია ქალაქის ცენტრალური ნაწილის სისუფთავესა და სილამაზეზე ზრუნავს.
'სპეციალური სერვისები'-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნების
"სპეციალური სერვისები"-ს თანამშრომლებმა ქუთაისის მასშტაბით დასუფთავების მორიგი მასშტბური აქცია განახორციელეს.

ამინდი