Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

თარიღი : 11-12-2015, 18:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად ქუთაისის მერი შოთა მურღულია აირჩიეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.

,,ჩვენი მიზანია, დავიცვათ თვითმმართველობის ორგანოთა ინტერესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე ხელი შვუწყოთ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიისა განვითარებას,მოვახდინოთ ადგილობრივ თვითმმართველობათა პრობლემების იდენტიფიცირება,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე ყველა დონის თვითმმართველობიდან (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) მოწვეული იყო 600 დელეგატი, რომელთაც დაამტკიცეს ასოციაციის წესდება, აირჩიეს ორგანიზაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია.


ნანახია: 2143-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია დასავლეთ
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა
აღნიშნული ასოციაცია საქართველოში მოქმედ ყველა თვითმმართველობას აერთიანებს.
შეხვედრას, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით
პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისის მერი პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი

ამინდი